ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
M2-მა GEORGIA CAPITAL-ისგან მთაწმინდის სასტუმროს დარჩენილი 40% გამოისყიდა
07 თებერვალი, 2019

m2 მთაწმინდაზე პრემიუმ კლასის სასტუმროს აშენებს. დღეს “Georgia Capital”-მა აღნიშნულ პროექტში საკუთარი 40%-იანი წილის გაყიდვის შესახებ გაავრცელა განცხადება. ტრანზაქციის შედეგად m2 პროექტის 100%-ის მფლობელი გახდა.

გერგეთის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროს პროექტში  ამ დრომდე, m2-ი 60% ფლობდა. გარიგების ღირებულება 5.2 მლნ დოლარია, საიდანაც დეველოპერმა  0.3 მლნ ნაღდი ფულის სახით გადაიხადა, 4.9 მლნ კი ახლადგამოშვებული ობლიგაციებით.

Georgia Capital-ის CEO-ს ირაკლი გილაურის განცხადებით, ის მოხარულია, რომ m2-მა პროექტი სრულად საკუთარ თავზე გადაიბარა. გილაურის თქმით, ადგილზე გამორჩეული ხარისხის სასტუმრო აშენდება.

გილაური ასევე ამბობს, რომ m2-ს მიზნად აქვს დასახული, რომ მის მართვაში იყოს სასტუმროები, რომელთა მოცულობაც არანაკლებ 1000 ნომერი იქნება. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.