ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
LUGGAGE STORAGE TBILISI ტურისტებისთვის ბაზარზე ახალი შეთავაზებით ბრუნდება
23 იანვარი, 2019

ან სათავსო, სადაც ნივთს დაცულ გარემოში იქამდე შეინახავენ, ვიდრე ამის სურვილი ექნებათ“, – ამბობს BMG-თან Luggage Storage Tbilisi -ის დამფუძნებელი ავთანდილ გეგენავა. 

რა ეღირება ბარგის შენახვა სათავსოში ამის დათვლის შესაძლებლობა ავთანდილ გეგენავას თქმით, მას შემდეგ იქნება, რაც იდეას განახორციელებენ. 
წინასწარი ინფორმაციით, მომსახურების საფასურის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატით იქნება შესაძლებელი და ფასი დღიურად დაითვლება. ფასს განსაზღვრავს ის ადგილიც, სადაც სათავსოები მოეწყობა. 

კომპანიის დამფუძნებელი ჯერ კონკრეტულ მისამართს თუ სად გამოჩნდება Luggage Storage Tbilisi, ვერ ამბობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ადგილი აუცილებლად ტურისტულად აქტიური იქნება. 

“ამ დროისთვის სათავსოები უკვე შეკვეთილი გვაქვს. შეთანხმების ეტაპზე ვართ იმისთვის, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული იყოს. დაახლოებით, 7-8 კვადრატის ფართი დაგვჭირდება და ნებისმიერ მსურველს მისი გამოყენების შესაძლებლობა ექნება. ერთდროულად, დაახლოებით, 20-მდე განყოფილების მუშაობას უზრუნველვყოფთ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ზომის ჩემოდნებისთვის“, – ამბობს Luggage Storage Tbilisi -ის დამფუძნებელი ავთანდილ გეგენავა. 

თბილისში, ბარგის შენახვაზე ორიენტირებული, ცალკეული მომსახურებების სიმცირის გამო დაწყებული ბიზნესმა – Luggage Storage Tbilisi, რომელიც მიზნად ტურისტებისთვის ბარგის განთავსებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ისახავდა, 2018 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული რამდენიმე თვით იმუშავა. 

კომპანიის დამფუძნებლები გასულ წელს ბარგის შენახვის მსურველებს ადგილზე მისვლით მომსახურებას სთავაზობდნენ, განახლების და კონცეფციის ცვლილების შემთხვევაში კი, იმედი აქვთ, რომ 2019 წლის გაზაფხულზე სტარტი წარმატებული იქნება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.