ლოპოტას დასასვენებელ კომპლექსს 2018 წელს 100 ნომერი შეემატება - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს.
ამჟამად კურორტზე 100 ნომერია, მომდევნო წელს კი მათი რაოდენობა გაორმაგდება.
Lopota Lake Resort & Spa – 2008 წელს გაიხსნა და აერთიანებს სასტუმროს, სპას, 3 რესტორანს, 2 ბარს, 3 საკონფერენციო დარბაზს, 4 საცურაო აუზს, ჯაკუზს, მინი გოლფის მოედანს, ჩოგბურთის კორტებს, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნებს , ღვინის მარანს და თავლას.
ავტორი: ლევან თაღიაშვილი