ლოპოტას დასასვენებელ კომპლექსის გაფართოება წელს დასრულდება. კომპლექსს დამატებით 100 ნომერი შეემატება.
განახლებაში 5,4 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდის ცნობით, დასაქმდება 250 ადამიანი.
Lopota Lake Resort & Spa 2008 წელს გაიხსნა. კომპლექსში მოქმედებს სპა, რესტორანი და ბარი, საკონფერენციო დარბაზები და 4 საცურაო აუზები, ჯაკუზი, გოლფის მოედანი და ჩოგბურთის კორტები, ღვინის მარანი და თავლა.
www.travelingeorgia.ge