ჩუღურეთის რაიონში, ლონდონის სკვერში გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გარე განათების ქსელი 3 800 კვადრატულ მეტრზე იცვლება.
პროექტის ფარგლებში, 48 დაზიანებული სანათი ახლით ჩანაცვლდება. სამუშაოების ღირებულება 50 223 ლარია და მას კომპანია „მური“ ასრულებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 21 სექტემბერს დასრულდება.
www.travelingeorgia.ge