ლისაბონის გრასას ეკლესიაში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო რესტავრირებულია
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის გრასას ეკლესიაში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის უნიკალური პანოს რესტავრაცია განხორციელდა.
12 მეტრის სიგრძის და 3 მეტრის სიმაღლის 1080 ფილიანი ისტორიული პანო პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული.
სარესტავრაციო სამუშაოები პორტუგალიურმა კომპანიამ Teixeira Duarte განახორციელა.
პანოს რესტავრაცია კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
www.travelingeorgia.ge