საქართველოში უკრაინული კომპლექსი LAZNIA შეიქმნა, კონცეფცია საქართველოში პირველია და ის ძირითადად ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი. პროექტის პრეზენტაცია თვის ბოლოს გაიმართება.
კომპლექსის თანადამფუძნებელმა, ივა ჭყონიამ Bm.ge-ს განუცხადა, რომ კომპლექსში სტუმარი უკრაინული კერძების დაგემოვნებას და ეკოლოგიურ გარემოში სპა პროცედირებით სარგებლობას შეძლებს.
„ამჟამად ორი კოტეჯი გვაქვს, სადაც 14 ადამიანის მომსახურებაა შესაძლებელი, თუმცა სამომავლოდ კომპლექსის გაფართოებას ვგეგმავთ", - განაცხადა ივა ჭყონიამ.
კომპლექსი თბილისთან ახლოს, 20 წუთის სავალზე, ნატახტარის მიმდებარედ ააშენეს და იქ უკრაინიდან მოწვეული შეფ-მზარეული და სპეციალისტები მუშაობენ.
www.travelingeorgia.ge