ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის პროექტს გერმანულ-ჰოლანდიური კომპანია მოაწყობს
05 სექტემბერი, 2018

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოწყობის პროექტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანულ-ჰოლანდიური კომპანია, CITYFORESTER მოამზადებს.

კომპანია ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს. CITYFORESTER-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია OPENFABRIC და IMAGINE STRUCTURE ჩაერთვება.

პროექტის მომზადება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„კახეთი ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მოვაწყოთ ხის კენწეროების ბილიკი. ეს არის ნოვაცია საქართველოში, მსგავსი პროექტი აქამდე არ განხორციელებულა. ვიზიტორები ბილიკის დათავლიერებისას, შეძლებენ გაეცნონ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას“- განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.

ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.