ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლაგოდეხი საერთაშრისო ბლუზ ფესტივალს უმასპინძლებს
07 თებერვალი, 2018

ლოკაცია - ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია, მიზანი - ბლუზფესტივალის გამართვა და მისი პოპულარიზაცია, მოსალოდნელი შედეგი - კახეთის რეგიონის ეკონომიკის გაჯანსაღება და ტურისტების მოზიდვა...

უკვე მეორე წელია საერთაშრისო ბლუზ ფესტივალი სწორედ ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ლაგოდეხში, ნაკრძლის მიმდებარედ, ტრადიციული ბლუზფესტივალის ჩატარება კარგი საშუალებაა ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს რეგიონის ეკონომიკას, აამაღლებს მის ცნობადობას ევროპულ ტურისტულ რუკაზე. 

ფესტივალი 23 ივნისიდან 18 აგვისტომდე გაიმართება, ჩატარდება 14 კონცერტი. 2018 წელს ფესტივალის გახსნის დეიტრა ფარი. აშშ ჩიკაგოს სკოლის ბლუზ დივა. წელს ლაგოდეხს ასევე ეწვევიან ბლუზის ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან: შერონ ლუისი,შარლ ბარტონი, ჯეისი სმიტი, კენი ვეინი და სხვა.

ბლუზფესტივალში მონაწილეობენ 8 ქვეყნის: საქართველოს, აშშ-ის, საფრანგეთის, ინგლისის, ისრაელის, კანადის, ჰოლანდიის და რუსეთის წარმომადგენლები. 

ტურიზმის ადმინისტრაციაში ლაგოდეხში საერთაშორისო ბლუზფესტივალის ჩატარების იდეას ამბიციურს და პოზიტიურს უწოდებენ და იმედოვნებენ, რომ პროექტს ბევრი სოციალური სიკეთეების მოტანა შეუძლია რეგიონისთვის. ფესტივლი ხელს შეუწყობს თანამედროვე საფესტივალო კულტურის დამკვიდრებას რეგიონში. ფესტივალის მიზანია ბლუზის პოპულარიზაცია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა, ნიჭიერი შემსრულებლები და ხელი შეუწყოს მათ დაოსტატებას.

პირველი ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ 2017 წლის ზაფხულში ჩატარდა.

ბლუზ ფესტივალის ფარგლებში წელს ასევე ჩატარდება პრომო კონცერტები. მთელი გაზაფხულის განმავლობაში გაიმართებაკონცერტები ოტიუმში, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ბლუზის ვარსკვალები შანა უოტერსტონი, გაი დევისი და სხვა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.