ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლადო გუდიაშვილის მოედანზე 30-ზე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება
19 თებერვალი, 2018

ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში 30-ზე მეტი ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და მოწესრიგებული ტურისტული ადგილი დედაქალაქში თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, სადაც ინფრასტრუქტურა იქნება კეთილმოწყობილი.

ქალაქი მერი დარწმუნებულია, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ეს ადგილი მიმზიდველი იქნება არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვისაც.

„თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ, დაახლოებით, 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა კალაძემ.

პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში მდებარე შენობების სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ისტორიულ ქვემო კალაში მდებარე, არქიტექტორულ-მხატვრული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას.

სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობების აბსოლუტურ უმრავლესობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად აღდგენას ექვემდებარება 30-ზე მეტი მისამართი,მათგან 20-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.

რეაბილიტაცია შეეხება არა მხოლოდ შენობების ფასადებს,არამედ მე-16 საუკუნის დროინდელ სარდაფებსაც, რომელიც ავთენტური სახით იქნება აღდგენილი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია,ასევე, გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.