Kuwait Airways-მა ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო
ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანიამ Kuwait Airways-მა ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო.
ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, A320 ტიპის საჰეაერო ხომალდებით იფრენს.
2017 წლიდან ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით ფრენებს Wataniya Airways ასრულებს. ამ მიმართულებით რეისების განხორციელებას კიდევ ერთი ქუვეითური ავიაკომპანია Jazeera Airways 13 ივნისიდან დაიწყებს.
Kuwait Airways ევროპის, აზიისა და ამერიკის 34 სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს 1953 წლიდან ასრულებს.
www.travelingeorgia.ge