ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თოჯინების თეატრის რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოყო.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობა-გაგრილების სისტემა, გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, სცენის განათება-გახმოვანება.
მოეწყობა თეატრის ეზო. შენობის რეაბილიტაციისას სრულად იქნება გათვალისწინებული კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. თეატრი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
www.travelingeorgia.ge