ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება
04 ივნისი, 2018

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი რეკორდულად იზრდება. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის მაისში მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით გაიზარდა და 52 631 მგზავრს მიაღწია.

გაზარდილია რეისების რაოდენობაც, თუ 2017 წლის მაისში აეროპორტში 149 რეისი შესრულდა, ეს მაჩვენებელი ამჟამად 187-ს აღწევს (+26%).

2018 წლის იანვარ-მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 171 064 მგზავრს მოემსახურა (+20%).

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძე აეროპორტში მგზავრთანაკადის ზრდას ავიაკომპანია „ვიზეარის“ ახალი, ბაზირებული რეისების დამატებით ხსნის.

“მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, გასულ თვეებთან შედარებით მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოვემსახურეთ. 37%-იან ზრდას 5 ახალ ბაზირებულ რეისს ვუკავშირებთ, რომლებსაც უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი 17 მაისიდან რომის, პარიზის, ბარსელონას, პრაღისა და ათენის მიმართულებით, მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ასრულებს. მოლოდინი პოზიტიური გვაქვს. ივნისში მგზავრთნაკადის საგრძნობლად ზრდას ველოდებით“, - განაცხადა ალექსიძემ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.