ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება
04 მაისი, 2018

2018 წლის აპრილშიქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 40 413 მგზავრს მოემსახურა, რაც 12% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (36 190).

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, გაზრდილია რეისების რაოდენობა. საანგარიშო პერიოდში აეროპორტში 156 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7%-ით მეტია (146).

2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 118,433 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 %-ით მეტი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.