ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურების უფლების მოსაპოვებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
14 მაისი, 2018

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურების უფლების მოსაპოვებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა არ გულისხმობს ექსკლუზიური უფლების მოპოვებას, აეროპორტების გაერთიანების მიერ მგზავრთა გადაყვანის უფლების გაცემა მოხდება ყველა იმ პირზე, რომელიც დადგენილ ვადაში მიმართავს მას და სრულად დააკმაყოფილებს მგზავრთა გადაყვანის უფლების პირობებს.

დაინტერესებულ პირს და მენეჯმენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება სატრანსპორტო საქმიანობის წარმართვის სფეროში; დაინტერესებულ პირს საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში უნდა ჰქონდეს შესაბამისი რაოდენობის ხარისხის და ტექნიკური მახასიათებლების მქონე სატრანსპორტო საშუალებები; სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს ქარხნული წარმოების, გამართულ მდგომარეობაში, ტექნიკური და ვიზუალური დაზიანებების გარეშე, აღჭურვილი კონდიცირებისა და გათბობის სისტემით. სატრანსპორტო საშუალების სალონი და გარე ვიზუალი უნდა იყოს სუფთა, კუსტარული გადასაკრავებისა და მოპირკეთების გარეშე. სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით. არ უნდა იყოს ტრამვასაშიში კონსტრუქციული ელემენტები და სხვა.

კონკრეტული დეტალების მოძიება შესაძლებელია ლინკზე.

აეროპორტების გაერთიანება დაინტერესებული პირის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას განიხილავს მხოლოდ განაცხადის წარდგენის საფასურის - 3000 ლარის გადახდის შემთხვევაში. აღნიშნული თანხა ირიცხება აეროპორტების გაერთიანების ანგარიშზე, წარმოადგენს განცხადების განხილვისთვის დადგენილ საფასურს, შესაბამისად, არ ექვემდებარება დაბრუნებას მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.