ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულება გადავადდა
13 აპრილი, 2018

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების ვადამ გაურკვეველი დროით გადაიწია.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ახალი ტერმინალის მშენებელ კომპანია „ანაგში“ განუცხადეს, მშენებლობის დასრულების გადაწევის მიზეზი პროექტში შეტანილი ცვლილებები გახდა.

კომპანიაში ელოდებიან შეცვლილ პროექტს და მშენებლობის პირველი ეტაპი როდის დასრულდება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამშენებლო კომპანიას შეცვლილ პროექტს მიაწოდებენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ წერს, რომ პროექტის გაფართოებასთან ერთად შეიცვალა თუ არა საინვესტიციო ნაწილი ჯერჯერობით უცნობია. უცნობია დამატებითი დეტალები პროექტთან დაკავშირებით, თუმცა გამორიცხული არაა ახალი ტერმინალის პროექტის შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გამხდარიყო, რომ ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის პროექტი შეიცვალა და ის გაცილებით უფრო მასშტაბური გახდა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.