ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა გეგმის მიხედვით 2019 წელს დასრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 2019 წელს დასრულდება. ამ ეტაპისთვის პროექტზე გამოყოფილია 60 მლნ ლარი.
ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში 300 მგზავრს ემსახურებოდა. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი აეროპორტს 7 გასავლელი ექნება და საათში 1000 – 1100 მგზავრის გატარებას შეძლებს.
ახალი ტერმინალის ფართი 24 176 კვადრატულ მეტრია.
www.tarvelingeorgia.ge