ქუთაისის აეროპორტი ახალი ტერმინალის აშენების შემდეგ სამჯერ მეტი მგზავრის მიღებას შეძლებს
ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. როგორც Bm.ge-ს „საქართველოს აეროპრტების გაერთიანებაში“ განუცხადეს, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ აეროპორტი სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს.
აეროპორტს 6 გასავლელი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შუფერხებლად გატარებას შეძლებს.
Bm.ge წერს, რომ ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგმა გააკეთა და ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.
„ახალი ტერმინალის მთლიანი ფართი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე 440 ადამიანია დასაქმებული, აეროპორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რიცხვი გაიზრდება,“ - განუცხადეს BM.GE-ს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
ტერმინალის მშენებელობა სექტმბერში დაიწყო და მას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ტენდერის ღირებულებაა 26,4 მლნ მილიონ ლარამდეა.
www.travelingeorgia.ge