ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კუს ტბის განაშენიანების გეგმა მზადაა
06 ივნისი, 2018

კუს ტბის განაშენიანების გეგმა მზადაა და ის უკვე განსახილველად თბილისის მერიაშია გადაგზავნილი. „კომერსანტთან“ კუს ტბის გენერალური დირექტორი ნინო ბადაგაძე აცხადებს, გეგმის თანახმად კუს ტბაზე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა და გასართობი ობიექტის მშენებლობა იგეგმება.

მოეწყობა ბავშვთა ქალაქი, წყალზე ექსტრემალური გართობი საშუალებები, ღია აუზი, ორი სასტუმრო.

რეკრეაციული ზონით როგორც ქართველი ისე ამერიკელი ინვესტორები არიან დაინტერესებულები. ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სასტუმროები არ აშენდება, რადგან რეკრეაციული ზონა ლანდშაპტზე სრულად მორგებული უნდა იყოს.

როგორც ბადაგაძე „კომერსანტთან“ ამბობს, სამშენებლო სამუშაოები გენგეგმის განხილვის დასრულების შემდეგ დაიწყება.

კომპანიაში მზად არიან გენგეგმის მერიისგან დაბრუნების შემთხვევაში პროექტს კვლავ გადახედონ.

„შპს კალას“ მფლობელობაში ამ დროისთვის კუს ტბის 45 ათასი კვადრატული მეტრია, დანარჩენი ტერიტორია კი მერიას ეკუთვნის.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.