ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორის მნიშნელობაზე საუბრობს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე განაცხადა, რომ
„ტურიზმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი დარგია და ის აგენერირებს ჩვენს ეკონომიკაში იმდენივეს, რამდენსაც მთელი ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით. თუ შარშან ექსპორტ-რეექსპორტმა 2,76 მლრდ დოლარი დაგენერირა ქვეყანაში, ტურიზმმა - 2,75 მლრდ დოლარი მოიზიდა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, ახალი გადათვლილი მეთოდოლოგიით, საქართველოს 2017 წელს 7,9 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია და წელს ქვეყანა მოგზაურთა რეკორდულ რაოდენობას ელის.
ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია „Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ორგანიზებით მოეწყო. კონფერენციაში სახელმწიფო და კერძო სექტორის 350-ზე მეტი წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი და მედია მონაწილეობს.
www.travelingeorgia.ge