ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კოხტიდან მიტარბიზე გადასასვლელი სასრიალო გზა გაიხსნა
05 იანვარი, 2018

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პირველად კოხტიდან  მიტარბიზე გადასასვლელი და უკან დასაბრუნებელი სასრიალო გზა გახსნა.

„ეს თარიღი ისტორიული მომენტია ბაკურიანელებისთვის და მოსრიალე სტუმრებისთვის“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

კურორტი მიტარბი 2016 წელს გაიხსნა. დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ორი ახალი საბაგირო და ერთი ბიგელი Black Sea Group-მა ააშენა. კურორტზე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგირო დამონტაჟდა.

როგორც მაშინ გაცხადდა, კურორტის განახლება 150 მლნ ლარის ინვესტიციას სახელმწიფო და კერძო სექტორი ახორციელებს. სახელმწიფომ ააშენა საბაგირო გზა, გაარემონტა გზები, კომპანია “ჯიარდისი” კი ინვესტიციას სასტუმროების, აპარტოტელების, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და პარკინგების მშენებლობაში ჩადებს.

კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ 48 მილიონი ლარით დააფინანსა, კერძო ინვესტორი, კი 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.