მოგზაურობის მოყვარულტათვის ტურიზმის განვითარების ცენტრი კონკურსს აცხადებს. ეს კონკურსი მათთვისაა ვინც კრეატიულია და წერა უყვარს.
„ბლოგერების კონკურსში“ მონაწილეობის მიღების მსურველებს მოგზაურობაზე ბლოგის დაწერის შედეგად იტალიაში მოგზაურობის შანსი ეძლევათ.
კონკურსი მიზნად ისახავს, განსაკუთრებული წერის ნიჭით დაჯილდოებული დამწყები თუ აქტიური ბლოგერების აღმოჩენას და მათ გამოვლენას.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული: პირველი ადგილი - 8 დღიანი ტური – იტალია, შვეიცარია და ლიხტენშტეინის სამთავრო (2 კაციანი საგზური) „გუდ თრეველისგან“ (დამატებითი ინფორმაცია); მეორე ადგილი - 3 დღიანი ჯიპ ტური თუშეთში (2 კაციანი საგზური) „ფლაი თრეველისაგან“ (დამატებითი ინფორმაცია); მესამე ადგილი - 1 ღამე (2 კაციანი საგზური) – სასტუმრო „როიალ ბატონი“ (დამატებითი ინფორმაცია).
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს: “საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, ისტორიკოსი, დოქტორი და პროფესორი, ხელოვნების სასახლის დირექტორი- გიორგი კალანდია და “ტურიზმის განვითარების ცენტრი“.
ნამუშევრების მიღება გრძელდება 2018 წლის 5 მარტამდე.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2018 წლის 10 მარტს.
კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია; „როიალ ბატონი“; ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი“; „ჯორჯიან თრეველერსი“; „ფლაი თრეველი“.
www.travelingeorgia.ge