ღვინის მწარმოებელი კომპანია “ყარალაშვილის ღვინის მარანი” ბიზნესის გაფართოებას და შატოს ტიპის სასტუმროს აშენებას გეგმავს. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დამფუძნებელ ლაშა ყარალაშვილთან:
– როდის დაფუძნდა კომპანია „ყარალაშვილის ღვინის მარანი“ და ამჟამად რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებთ?
– კომპანია 2014 წელს დაარსდა, ჯერჯერობით ვაწარმოებთ 5 სახეობის ღვინოს როგორც მშრალს ასევე ნახევრად ტკბილს, საფერავს, მუკუზანს, ქინძმარაულს, რქაწითელს და ქვევრის რქაწითელს.
– გაქვთ თქვენი ვენახები თუ ფერმერებისგან იბარებთ?
– გვაქვს საკუთარი ვენახები ყვარელში ქინძმარაულის ზონაში საიდანაც ვამზადებთ საფერავსა და ქინძმარაულს ასევე ვყიდულობთ გლეხებისგანაც. წელს ვაპირებთ კიდევ 3 ჰექტარზე გავაშენოთ საფერავის ჯიშის ყურძენი.
წელს პირველი რთველია, როდესაც სუბსიდია შეიზღუდა. როგორია არასუბსიდირებული რთველი და რაიმე პრობლემების წინაშე ხომ არ დადექით?
– სირთულის წინაშე როგორც ჩვენ ასევე ყველა ღვინის მწარმოებელი დადგა, რადგან სუბსიდიის შეჩერებასთან ერთად ყურძნის ფასიც საგრძნობლად გაიზარდა.
მთავრობის სურვილია, ყურძნის სუბსიდირებიდან გავიდეს. ამ საკითხს როგორ უყურებთ, შეძლებს დღეს ქართული ღვინის სექტორი სახელმწიფოს დახმარების გარეშეარსებობას და განვითარებას?
– მთავრობა დიდი ხანია საუბრობს სუბსიდიის მოხსნაზე, ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ქონდათ მომზადებულიყვნენ ამ მომენტისათვის რათა ხელი არ შეეშალა სუბსიდიის მოხსნას მათი საქმიანობისათვის.
– სად ახდენთ ღვინის რეალიზაციას,ადგილობრივ ბაზარზე თუ ექსპორტზეც? საექსპორტო ქვეყნების სია როგორია?
– ჩვენი პროდუქცია იყიდება როგორც ჩვენს ბრენდირებულ მაღაზიაში რომელიც მდებარეობ ძველ თბილისში ვერცხლის ქუჩის ნომერ 19-ში ასევე სხვადასხვა ღვინის მაღაზიაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.
– თუ აპირებთ საექსპორტო ბაზრების განვითარებას და რა მიმართულებით? (ევროპის, აზიის თუ რომელი ქვყნები იქნება პრიორიტეტი ?
– ჯერჯერობით ვფიქრობთ თავი დავმკვიდროთ ქართულ ბაზარზე, თუმცა დიდი ინტერესია ექსპორტზეც. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინგლისსა და ჩინეთში.
– კომპანიის სამომავლო გეგმები რა არის?
– სამომავლოდ ვგეგმავთ გავზარდოთ ასორტიმენთი კერძოდ კი განვავითაროთ ქვევრის ღვინის წარმოება,
ასევე ვგეგმავთ ჩვენს ვენახებში ავაშენოთ შატოს ტიპის სასტუმრო სადაც მივიღებთ როგორც ქართველ ასევე უცხოელ დამსვენებლებს.
– მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ ქართველ ფერმერს ხელისუფლება უნდა დაეხმაროს, სხვა შემთხვევაში ღვინის სექტორი ვერ განვითარდება. თქვენი აზრით, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა როგორ უნდა მოხდეს?
– ხელისუფლება ცდილობს დაეხმაროს და გზა გაუხსნას ქართულ ღვინოს სხვადასხვა ბაზრებზე, კარგი იქნებოდა მეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მევენახეებსა და მთავრობას შორის.
www.bpi.ge