ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«კახეთში საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებაზე მთავრობა მუშაობს»
27 ნოემბერი, 2017
კახეთში საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებაზე მთავრობა მუშაობს,- ამის შესახებ საქმის კურსს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, მიმდინარეობს ამ საკითხის ანალიზი შესაბამისი უწყებების მიერ, როგორიცაა ეკონომიკის სამინისტრო, აეროპორტების გაერთიანება. 

"იმედი მაქვს, ეს საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კახეთს ეკონომიკური განვითარებისთვის, დიდი ბიძგის მიმცემი იქნება ტურიზმისთვის, გადაწყდება დადებითად. აეროპორტი უკვე არის კახეთში, თელავთან. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოხდება მისი გაფართოება, აღჭურვა და ა.შ.",- აცხადებს გუბერბნატორი. 

მისი თქმით, საუბარია აეროდრომ "მიმინოზე", რომელიც სახელმწიფოს უზურფრუქტის მეშვეობით გადაცემული აქვს სასწავლო ცენტრს.
 
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.