Discount Week-ი კახეთში იწყება. კვირეული 16 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით კახეთში გაიმართება.
ფასდაკლებების კვირეულში ჩართულია კახეთის 11 სასტუმრო, 10-მდე შატო, 10-მდე მარანი და სხვადასხვა მუზეუმი.
ფასდაკლების კვირეულისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებას და სოციალურ ქსელში რეკლამას მოიცავს.
სპეციალურ ვებ-გვერდზე discount.georgia.travel განთავსებულია კვირეულში მონაწილე ყველა სასტუმრო და სხვა ტურისტული ობიექტი შესაბამისი შეთავაზებით.
ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარადგინოს სპეციალური პრომო კოდი რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე discount.georgia.travel-ზე. სპეციალური პრომო კოდი ვრცელდება პროექტში მონაწილე სხვა ობიექტებზეც.
„Discount Week“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ტურისტული სერვისების ფასდაკლების კვირეულს მოიცავს.
www.travelingeorgia.ge