ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კახეთში 3 ახალი, მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება
10 იანვარი, 2018

წელს კახეთის რეგიონში 3 მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება, გარდა ამისა, მიმდინარეობს მცირე ზომის საოჯახო სასტუმროების მშენებლობაც.

როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა „მაესტროსთან“ განაცხადა, სასტუმროები თელავში, გურჯაანსა და წინანდალში გაიხსნება, მათ შორისაა ისეთი ბრენდები როგორებიცაა Radisson და Holiday Inn-ი. მისივე თქმით, ახალი სიმძლავროთ ამუშავდება სასტუმრო ლოპოტა, რომელსაც 150 ახალი ნომერი დაემატება.

გუბერნატორი მიიჩნევს, რომ სასტუმროების მშენებლობა რეგიონში ტურისტების გაზრდილ ნაკადს უკავშირდება.

ტურისტული ნაკადის ზრდას კი ირაკლი ქადაგიშვილი რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორის ასახელებს კახეთის ისტორიულ-კულტურულ გარემოს, კულტურულ მემკვიდრეობას, ბუნებრივ ლანდშაფტს, ღვინოსა და სამზარეულოს.

კახეთის გუბერნატორი მიიჩნევს, ტურიზმის ზრდას რეგიონში კარგად წაადგება თელავის აეროპორტის რეკონსტრუქცია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.