ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კანადელი ბიზნესმენი ბახმაროში კოტეჯების აშენებას გეგმავს
30 ივლისი, 2018

კანადელი ბიზნესმენი ვადიმ მალიშევი კურორტ ბახმაროში კოტეჯების აშენებას გეგმავს.

ვადიმ მალიშევი ამბობს, რომ სურსბახმაროში ააშენოს ისეთი კოტეჯის ტიპის სახლები, სადაც დამსვენებლებს მასპინძლობას ოჯახები გაუწევენ.

„ყველა კოტეჯში წარმოდგინილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეთნოსი და სტუმარმასპინძლობის თავისებურებანი. ვაწარმოებ მოლაპარაკებას ეკონომიკის სამინისტროსთან უძრავი ქონების შესყიდვის შესაძლებლობებზე. გუბერნატორმა ბიზნესის დაწყების და განვითარების კუთხით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმითქვა, რისთვისაც ვუხდი მადლობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დამსვენებლებს შევთავაზო ბახმარო პირველ რიგში როგორც სამკურნალო თვისებების მატარებელი კურორტი ".

ბიზნესმენმა საკუთარი კონცეფცია უკვე გააცნო გურიის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ დეტალებზე, რომელიც ინვესტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის დახმარება მიიღოს.

„თუ მოხდება სახელმწიფოსა და ინვესტორის ინტერესების თანხვედრა, ვფიქრობ, ბახმაროში საინტერესო და მიმზიდველ ინვესტიციას მივიღებთ, რომელიც კურორტის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს"- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.