ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კალაძე გენგეგმაზე: არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება
02 აპრილი, 2018

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტს“ ჯგუფს მიეცეს შესაძლებლობა ვალდებულებები შეასრულოს. საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე კალაძემ განაცხადა, რომ სამუშაოებში მერია კომპანიასთან ერთად ჩაერთვება და ხელს შეუწყობს ხარისხიანი გენგეგმის შემუშავებაში.


მისივე თქმით, მერია ინტენსიურად მუშაობდა ჯგუფთან, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. შეფასების და ანალიზის პროცესში ჩაერთნენ ექსპერტები, მათ შორის უცხოელები; იყო შენიშვნები და მითითებები.

„დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. “სითი ინსტიტუტის” კონცეფციაში თავმოყრილია პირველ 5 ეტაპში-მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული - მისაღებია. მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი იყოს რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული, რაც უნდა ყოფილიყო მე-6 ეტაპში წარმოდგენილი. ჩვენ ვასრულებთ გენგეგმასთან დაკავშირებით დისკუსიას, პოლემიკას და განხილვას. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები დამუშავებულია და შეჯერებული. გეგმის არსებობა თბილისისთვის უმნიშვნელოვანესია, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება. გვაქვს მოლოდინი „სითი ინსტიტუტმა“ წარმოადგინოს გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა“, - განაცხადა მერმა.

მერის თქმით, საბოლოო დოკუმენტაცია 1 ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.