ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
05 სექტემბერი, 2018

მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში,  კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება გალავნის რეაბილიტაცია, მოეწყობა სველი წერტილები, აშენდება ტურისტული ცენტრი და კეთილმოეწყობა შიდა ეზო.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება წყლის რეზერვუარი, რის შედეგადაც, წყლის მიწოდება მოხდება, როგორც იქ მაცხოვრებელი ბერებისთვის, ისე ახლომდებარე სოფლის  (ხარატიშვილების უბანი) მოსახლეობისთვისაც.

პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.