ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჟურნალი Vinum: «საქართველო აღმოჩენაა ჩვენთვის, როგორც ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა»
21 თებერვალი, 2017

ჟურნალ Vinum-ის რედაქტორი: შვეიცარიის ბაზარი შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს ქართული ღვინისთვის 
ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა, წამყვანმა შვეიცარიულმა ჟურნალმა, Vinum ქართული ღვინის, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციისა და იყალთოს ქვევრის აკადემიის შესახებ, ჟურნალის მთავარი რედაქტორის, თომას ფატერლაუსის 5 გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა. 

„საქართველო აღმოჩენაა ჩვენთვის, როგორც ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა,“- აღნიშნავენ სტატიის ავტორები. ექსპერტების მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა კახური ტრადიციული მეღვინეობის ქვევრის ღვინოებმა და კომპანია სარაჯიშვილის ბრენდმა, როგორც უმაღლესი კატეგორიის პროდუქტის მწარმოებელმა, ყველა სახეობაში. როგორც თომას ფატერლაუსი საკუთარ ნაშრომში აღნიშნავს შვეიცარიის ბაზარი, რომელიც გაჯერებულია მთელი მსოფლიოდან იმპორტირებული ღვინით, შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს ექსკლუზიური ქართული ღვინოებისთვის. 

ჟურნალი Vinum-ის მთავარი რედაქტორი და ღვინის მარკეტინგული კომპანია MettlerVaterlaus-ის ერთ-ერთი მფლობელი ალისია მეტლერი, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად, 2016 წლის სექტემბერში საქართველოს ეწვივნენ. სტუმრებმა მოინახულეს ქართული ღვინის საწარმოები, შეხვდნენ კონკრეტულ ღვინის მწარმოებლებს, დაესწრნენ იყალთოს ქვევრის აკადემიის გახსნას და შეხვედრები გამართეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში. 

საქართველოს საელჩო აგრძელებს აქტიურ მუშაობას ჟურნალის რედაქციასთან და შვეიცარიაში ღვინის იმპორტიორ კომპანიებთან, შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.