კომპანია „ჯაყელების ღვინოები“ ბაზარზე წელს პირველად ქვევრის ღვინოს გამოიტანს.
როგორც travelingeorgia-ს კომპანიაში განუცხადეს, ჯაყელების ქვევრის ღვინის დაგემოვნება ახალი ღვინის ფესტივალზე, 12 მაისს იქნება შესაძლებელი.
კომპანია ამ დროისთვის სულ 4 სახეობის ღვინოს რქაწითელი - მწვანე, რქაწითელი - ქისი, ქისი, საფერავი - აწარმოებს.
პროდუქცია ექსპორტზე ინგლისში, გერმანიაში, აშშ-ში, იაპონიაში, დანიაში, პოლონეთში, უკრაინაში, იტალიაში გადის. ცოტა ხნის წინ საექსპორტო გეოგრაფიას გერმანია შეემატა, სადაც ჯაყელების რქაწითელი - მწვანე 2016 გავიდა.
„ჯაყელების ღვინო“ წლიურად 7000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ღვინოები მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი, კომპანიის ღვინოებზე მაღალი მოთხოვნაა ადგილობრივ ბაზარზეც.
მაღალი ფასი „ჯაყელების ღვინოების“ უნიკალურობით არის განპირობებული: ყურძენს შენარჩუნებული აქვს ნატურალური გემო, ვენახი ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებით იწამლება და ღვინოები არ იფილტრება.
"ჯაყელების ღვინოებმა" ვენახი 2001 წელს გააშენეს. პირველი მოსავალი კომპანიამ 2007 წელს მიიღო და გაყიდვები 2009 წელს დაიწყო.
"ჯაყელების ღვინოს" კარგად იცნობენ "მიშლენის" ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში და მისი ფასიც კარგად იციან, აქ მისი შეძენა 65 სტერლინგად არის შესაძლებელი.
კომპანიას თელავთან ღვინის მარანი აქვს, ის ორი წლის წინ განაახლეს/გააფართოვეს, აქ ჩაიყარა ქვევრები და ვიზიტორთა ინტერესმაც არ დააყოვნა. როგორც კომპანიაში ამბობენ ინტერესი მუდმივად მზარდია, მომავლისთვის გეგმები ბევრია, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.
www.travelingeorgia.ge