„იყავი აქტიური საქართველოში“ - ასეთია გარბენი, რომელშიც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები (სასტუმროები, ტურისტული კომპანიები, გიდები ) და ტურისტები მიიღებენ მონაწილეობას.
გარბენი 29 აპრილს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჯინო პერედაისში“ გაიმართება. რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება, შეჯიბრი 11:00 საათზე დაიწყება.
სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარბენის ყველა მონაწილე დასაჩუქრდება მაისურით და გადაეცემა სერთიფიკატი. გამორჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. გარბენი რეგისტრაცია უფასოა.
როგორც საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი აცხადებს, მსგავსი ღონისძიებების ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტული ტურიზმის გააქტიურებას

www.travelingeorgia.ge