ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში განთავსებული სასტუმრო Hyatt Regency-ი კონკურენციას Tbilisi Marriott-ს გაუწევს
11 მარტი, 2019

5 ვარსკვლავიანი სასტუმროს Hyatt Regency-ს პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს – ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „რუსთაველი ფროფერთისის“ გენერალურმა დირექტორმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში სასტუმროს მშენებლობის დასრულების თარიღი პროექტირების დასრულებაზეა დამოკიდებული, რაც ამჟამინდელი პროექტის გადაკეთებას გულისხმობს.

კერძოდ, შესაძლოა მომავალში Hyatt Regency პრემიუმ კლასის ქვებრენდზე გადავიდეს, თუმცა ბიზნესმენი ამ ეტაპზე კონკრეტულ სახელწდებას ვერ ასახელებს. როგორც მინდია გადაევი აღნიშნავს, კომპანიას მომდევნო 6 თვის განმავლობაში სასტუმროს მშენებლობის დასრულების კონკერტული თარიღის დასახელება შეეძლება.  

„მოგეხსენებათ, ჩვენ რუსთაველის გამზირზე იუსტიციის ყოფილი შენობა შევიძინეთ. შენობის მდებარეობიდან 

გამომდინარე Hyatt-მა Regenc-დან პრემიუმ კლასშიგადასვლა შემოგვთავაზა, რასაც აქტიურად განვიხილავთ და რაც მოითხოვს გადაპროეტებას.

 დეტალებზე წლის განმავლობაში ჩამოვყალიბდებით. ბაზაზრეახალი პრემიუმ კლასის შემოსვლა ქვეყანაში ტურიზმის

 ზრდას შეუწყობს ხელს, “ – აღნიშნა მინდია გადაევმა.

რაც შეეხება ბაზარზე სასტუმრო სეგმენტში კონკურენციას, „რუსთაველი ფროფერთისის“ დამფუძნებელი გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში მაღალი პრემიუმ კლასის სასტუმროებიდან Hyatt Regency-ი კონკურენციას Tbilisi Marriott-ს გაუწევს.

Hyatt Regency –ს პროექტში ჯამში 60 მილიონი დოლარი ჩაიდება. შენობაგანსხავვებული კონცეფციიდან გამომდინარე წინა 

ფასადით სამ, ხოლო უკანაფასადით 5 სართულიანი იქნება. სასტუმრო ჯამში 175 ნომრიანი იქნება.მშენებლობას სამშენებლო

 კომპანია „რუსთაველი პლაზა“ ახორციელებს.„რუსთაველი ფროფერთისმა“ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა 

აუქციონზეშეიძინა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.