ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იტალიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე ბადაგონის ღვინომ უმაღლესი ჯილდო, ოქროს მედალი მოიპოვა
27 ივლისი, 2017

იტალიაში ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Mondial des Vins Extrêmes Cervim ბადაგონის ღვინომ “საფერავი რეზერვი” უმაღლესი ჯილდო – GRAND GOLD მედალი მოიპოვა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს ქართული ღვინისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

“კონკურსი ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის O.I.V. (International Organisation of Vine and Wine) მხარდაჭერით ხორციელდება, რაც მას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. Mondial des Vins Extrêmes Cervim სხვა ღვინის საერთაშორისო კონკურსებისგან იმით გამოირჩევა, რომ ირჩევს საუკეთესო ღვინოებს მხოლოდ იმ რეგიონებიდან, რომლებიც ღვინის უნიკალურ ისტორიასა და ტრადიციას ფლობენ”, – განმარტავენ კომპანიაში.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.