ორიონ აკადემია არის სასწავლო დაწესებულება ,რომელიც მსმენელებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ტრენინგ კურსებს. კერძოდ ჟურნალისტიკის, მედია სამართლის ,პიარისა და ივენთ მენეჯმენტის მიმართულებით. აკადემიის დამფუძნებლები არიან ახალგარზდა წყვილი მედეა მამფორია და გიორგი ხვედელიძე. ისინი საუბრობენ მათი სასწავლო გეგმის უპირატესობებზე.
" მოგეხსენებათ ,რომ დღევანდელ რეალობაში ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიები არის ყველაზე მოთხოვნადი, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენც ამ კუთხით გაგვეკეთებინა ტრენინგ ცენტრი და იმ დროში რასაც მოიცავს კურსი, მსმენელისთვის მიგვეცა მაქსიმალური ცოდნა. ჩვენ მთლიანად ორიენტირებულები ვართ მსმენელმა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და რაც მთავარია ხელი შეუწყოთ მათ მომავალში დასაქმებას. ჩვენს ირგვლივ არსებობს ბევრი მსგავსი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და ჩვენთვის ძნელი იყო მათთვის კონკურენციის გაწევა, თუმცა როგორც კარგ მზარეულს შეუძლია დაამატოს კერძს რაიმე განსხვავებული ინგრედიენტი და გახადოს განსხვავებული ისე ჩვენც ვთვლით რომ მოვიპოვეთ რამდენიმე უპირატესობა: მაგალითად ,ჟურნალისტიკის კურსი არ იქნება მხოლოდ თეორიული მასალის სწავლება, მსმენელი გაივლის თეორიის დასრულების შემდეგ, პრაქტიკულ ერთ თვიან კურსს, რომელიც თითქმის უტოლდება სტაჟირებას და ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია კარიერაში. ამასთან ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი ლექტორები და წარმატებულნი თავის საქმეში. ჩვენ ასევე ვაკეთებთ კონკურსს, რომელსაც მიეცემა ყოველწლიური სახე. კონკურსი ტარდება ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც სურთ წარმატებას მიაღწიონ მედია სივრცეში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიღონ სიუჟეები. ჩვენს მიერ შეთავაზებულ თემებზე, ეს თემებიც არის ძალიან აქტუალური დღევანდელ რეალობაში. გადაღებული სიუჟეტები შეირჩევა კონკურსის ჟიურის მიერ და ასევე facebook ლაიქების მიხედვით, გამარჯვებული კონკურსანტებიკი გაივლიან სტაჟირებას სხვადასხვა წამყვან ტელევიზიებში ასევე გამარჯვებულ კონკურსანტებს ეძლევათ საშუალება უფასოდ გაიარონ სერთიფიცირებული სწავლება ორიონ აკადემიაში ჟურნალისტიკისა და მედია სამართალის კურსზე. თუმცა გვინდა აღვნიშნოთ რომ ეს ყველაფერი არის დასაწყისი. ჩვენ გვაქვს სამომავლოდ ბევრი საინტერესო გეგმა, რომელსიც კიდევ უფრო გამოარჩევს ჩვენს აკადემიას ."