ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იმერეთში ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა
01 აგვისტო, 2018

იმერეთში საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გაიხსნა. ბილიკი 5 საბანაკე ადგილს და გადასახედ მოედნებს მოიცავს.

გელათის მონასტერი– ცუცხვათის მღვიმოვანი–ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი საფეხმავლო ტურისტული ბილიკის სიგრძე 24,4 კმ-ია.

ბილიკი 13 კილომეტრია ცუცხვათამდე, სადაც დაბინავება კარვებშია შესაძლებელი, მარშრუტი ახალსოფლის წყალსაცავთან სრულდება.

„იმერეთსაქვს ტურისტული პოტენციალი და მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რაც შეეხება ამ საფეხმავლო ბილიკს უნდა ავღნიშნო, რომ ამ მარშუტით ტურისტებსა და ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული 15–მდე ისტორიული ძეგლი მოინახულონ,“–აღნიშნა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა.

პროექტის ფარგლებში ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა ნიშნულები, საინფორმაციო დაფები, განხორციელდა ბილიკის მარკირება, დაიბეჭდა ბილიკის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ცნობარები და რუქა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.