ილიას ტბაზე "მუსიკალური კუნძული“ მოეწყობა. ტბაზე შენდება ეკო სახლები, რომელიც სექტემბერში გაიხსნება, ამ დროისთვის უკვე აშენებულია წყალში საკონცერტო დარბაზი. პროექტს “ფერუს ჯორჯია“ ახორციელებს, სასტუმროს ოპერატორეობას კი "როიალ ბატონი" განახორციელებს.
როგორც Bm.ge-ს გია პირადაშვილმა განუცხადა, ილიას ტბაზე აშენებულ “მუსიკალურ კუნძულს“ „როიალ ბატონი“ მართვაში სექტემბრიდან აიღებს.
როგორც BM-წერს, "ფერუს ჯორჯია" ლატვიელების დაფუძნებული კომპანიაა საქართველოში, კომპანიამ წყალქვეშა მიწა პირობებიან აუქციონზე შეიძინა. ფართობი 6 000 კვ მეტრია. სახლები გაიყიდება და მათ ეყოლებათ კერძო მფლობელები.
„სექტემბრიდან იგეგმება ამ სახლების გაქირავება, ჩვენ ვიქნებით მომსახურე კომპანია და ვამუშავებთ მას როგორც სასტუმროს, რესტორანს და საკონცერტო დარბაზს. სექტემბერში გაიხსნება ხუთი სახლი და ერთი რესტორანი, სამომავლოდ კიდევ დაემატება რვა სახლი“, - განაცხადა გია პირადაშვილმა.
პროექტი ეკოლოგიურად სუფთაა, სახლები მაღალტექნოლოგიური იქნება. მისი კონსტრუქციები კახეთში იწყობა. ეს არის ნატურალური ხისგან დამზადებული კონსტრუქციები, სახლები 1,5 კილოვატსაათ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, მინები და ფანჯრები ჩამოდის ლონდონიდან, ფანჯრები თბო მშთანთქმავია.
კომპანია "ფერუს ჯორჯიამ“ პროექტის პირველ ეტაპზე 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 მილიონი ლარი იქნება.
„ლატვიური კომპანია Ferrus სწორედ ეკო მიმართუილებით მუშაობს, ეს ევროპული კომპანიაა, რომელიც მთელს მსოფლიოში ცნობილია და დაკავებულია ელექტრომობილების დამზადებით, მათ გამოშვებული აქვთ ელექტრო ავტობუსებიც“, - განაცხადა გია პირადაშვილმა.
www.travelingeorgia.ge