ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ილიას ტბასთან სასტუმრო ინფრასტრუქტურა მოეწყობა
30 აპრილი, 2018

ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმრო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. სასტუმროს კომპანია „ღვინის გზა“ ააშენებს.

40 ნომრიანი სასტუმროს ასაშენებელად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 29 962  კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის  ნაკვეთი პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე 152 000 ლარად გაყიდა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით, ინვესტორმა სულ მცირე 5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და იქ  40 ადამიანი უნდა დაასაქმოს.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.