ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმრო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
40 ნომრიანი სასტუმროს ასაშენებელად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 29 962 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გასაყიდად პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში გამოიტანა.
უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 150 000 ლარია.
საპრივატიზებო პირობის მიხედვით, ინვესტორმა სულ მცირე 5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და იქ 40 ადამიანი უნდა დაასაქმოს.
www.travelingeorgia.ge