საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საპროგნოზო მაჩვენებლებით, 2036 წლისთვის მსოფლიოში მგზავრთნაკადის თითქმის გაორმაგებაა მოსალოდნელი. კერძოდ, ორგანიზაციის კვლევის შედეგების თანახმად, 2036 წელს საჰაერო ტრანსპორტით 7,8 მილიარდი მგზავრი ისარგებლებს.
IATA-ში წელს 4 მილიარდი მგზავრის გადაყვანას ელიან. აღნიშნული მაჩვენებლები მოსალოდნელია იმ პირობებში, თუ სავაჭრო, ვიზა და საავიაციო ბაზრის ლიბერალიზაციის არსებული პროცესები შენარჩუნდება.
საავიაციო ბაზრების ყველაზე სწრაფი ტემპით ზრდა მოსალოდნელია: ჩინეთში (IATA-ს პროგნოზით, 2022 წლისთვის ის გადაასწრებს აშშ-ს), აშშ-ში, ინდოეთში, ინდონეზიასა და თურქეთში.
მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით, რეგიონების თვალსაზრისით ლიდერობენ: აფრიკა (5.9%), ახლო აღმოსავლეთი (5%), აზია და წყნარი ოკეანე (4.6%). ევროპის რეგიონში ზრდის მაჩვენებელი 2.3%-ი იქნება.
www.bpi.ge