ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იანვარში საქართველომ ტურიზმიდან 160 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო
13 მარტი, 2018

ტურიზმის სექტორში შემოსავლები ზრდის ტრენდით ხასიათდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავლების მოცულობა 160 მლნ დოლარამდეა, ერთი წლის განმავლობაში ზრდა 24.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იანვარში 444 ათასზე მეტი უცხოელი სტუმრობდა, აქედან ტურისტი 190 000-მდე (24 საათზე მეტი ხნით მყოფი). იანვარში სტუმრების რაოდენობა 15%-ით არის გაზრდილი, ტურისტების 23%-ით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.