ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ) გავიდა ექსპორტზე, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
სულ ექსპორტირებულია 24,3 მლნ-მდე დოლარის ღვინო (+18%).
ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 29,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.
www.travelingeorgia.ge