ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის კომპანიებისთვის დღეიდან სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება
01 თებერვალი, 2018

1 თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება.

ელექტრონული სისტემის დანერგვით, როგორც სააგენტოში განმარტავენ, რომ გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები და მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში მისვლა. მეღვინე შეძლებს დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით შევსებას, გაკეთებს განაცხადს და სააგენტოში მხოლოდ სერტიფიკატის ასაღებად მოვა.

ცვლილებები „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესში“ შედის და მისი მიზანი პროდუციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაა.

1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. აქამდე ეს მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს ეხებოდა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.