ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად ლევან მეხუზლა დაინიშნა. ლევან მეხუზლა მანამდე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, საააგენტოში წლების განმავლობაში ასევე მუშაობდა ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსად.
იყო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მუშაობის გამოცდილება აქვს კერძო კომპანიებშიც, მათ შორის იყო წარმოების უფროსი კომპანია "ბაგრატიონი 1882"-ში, ხარისხის კონტროლის უფროსი, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში.
ლევან მეხუზლა პროფესიით ინჟინერ–ტექნოლოგია, ასევე აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის მაგისტრი ხარისხი.
www.travelingeorgia.ge