ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Gulf Air-ი თბილისის მიმართულებით პირველ რეისს დღეს შეასრულებს
22 ივნისი, 2017

ბაჰრეინის ავიაკომპანია Gulf Air-ი თბილისის მიმართულებით პირველ რეისს დღეს შეასრულებს.

ავიაკომპანია Gulf Air-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.

როგორც ცნობილია, საქართველოში Gulf Air-ის გენერალური გაყიდვების აგენტი (GSA) – ტურისტული კომპანია Voyager Ltd-ია, რომელიც ქვეყანაში ავიაკომპანიის სერვისებსა და პროდუქტებს წარადგენს და ხელს შეუწყობს ბილეთების რეალიზებას თბილისსა და ბაჰრეინს შორის.

Gulf Air-ი ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანიაა, რომელიც საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. Gulf Air მსოფლიოს მსხვილი ავიაკომპანიების სიაშია, რომელიც ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამჟამად ფრენებს 24 ქვეყნის 43 ქალაქში ახორციელებს, მსოფლიოს 3 კონტინენტზე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.