ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
G&T: ღვინის ადგილობრივ მოხმარებას ტურიზმი მნიშვნელოვნად ასტიმულირებს
31 ივლისი, 2018

ღვინის ადგილობრივ მოხმარებას ტურიზმი მნიშვნელოვნად ასტიმულირებს, - ასეთია Galt&Taggart-ის კვლევის შედეგები.

კვლევაში ნატქვამია, რომ ტურისტები ყველაზე მეტ თანხას საკვებსა და სასმელზე ხარჯავენ. 2017 წლის მონაცემებით, სულ ტურისტებმა 5.8 მლრდ ლარი დახარჯეს. ამ თანხის 25,6% სწორედ საკვებსა და სასმელზე მოდის, 23%-ით განთავსებაზე დახარჯული თანხებია,გართობა - 18,5%, საყიდლები - 13,7%, ტრანსპორტი 8,4%...

კვლევაში ნათქვამია, რომ ტურისტების მიერ საკვებსა და სასმელზე დანახარჯები სწრაფი ტემპით იზრდება. თუ 2017 წლის პირველ ნახევარში საკვებსა და სასმელზე დანახარჯი 1,5 მლრდ ლარი იყო, Galt&Taggart-ის პროგნოზით ეს მაჩვენებელი 2018 წლისთვის 1,8 მლრდ ლარს მიაღწევს, შესაბამისად ზრდის პროგნოზი 24%-ს აღემატება.

მთლიანობაში დანახარჯების მოცულობა 6,8 მლრდ ლარს გადააჭარბებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.