კომპანია „შუმი“ მომხმარებელს გამორჩეულ პროდუქციას სთავაზობს. კომპანიის FB-ის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ "გრიფონი" - ეს არის განსაკუთრებით ძველი ბრენდი, რომლის კუპაჟში მონაწილეობას იღებს მე-20 საუკუნის სპირტები, მათგან ყველაზე ძველი - 1945 წლისაა.
"გრიფონის" თითოეული სკულპტურა, რომელშიც ყურძნისეული წარმოშობის ეს კეთილშობილი სასმელია მოთავსებული, ხელნაკეთია და დამზადებულია ცნობილი სკულპტორის - მერაბ მერაბიშვილის მიერ“, - განმარტავენ კომპანიაში.
„შუმის“ ექსკლუზივის მოძიება „შუმის ღვინის ბარში“ შეიძლება. ღვინის მოყვარულებს აქ კონკრეტულ ღვინოსთან შეხამებულ კერძებსაც სთავაზობენ.
ღვინის კომპანია ”შუმი” 2001 წელს დაარსდა. ქარხანა მდებარეობს წინანდალში, რომელსაც ესაზღვრება ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნული სახლ-მუზეუმი, ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული კომპანია ”შუმის” მიერ დაარსებული ვაზისა და ღვინის მუზეუმი ”ვაზიონი”.
www.travelingeorgia.ge