გრიბოედოვის 16 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია თავისი აივნებით, ის ძველი თბილისური სახლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. შენობის თავდაპირველი ნაწილი 1840-იანი წლებით თარიღდება, მე-20 საუკუნის დასაწყისში კი პირვენდელ ნაგებობას კიდევ ორი შენობა დაემატა.

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობის მარცხენა ფლიგელის კაპიტალური გამაგრება დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში, ავარიული სახლის კონსტრუქციული ელემენტები - საძირკველი და მზიდი კედელი გამაგრდება, შენობის ფანჯრები კი ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება.

აღსანიშნავია, რომ შენობაში, 1852-1858 წლებში, კავკასიის მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილება ფუნქციონირებდა, რომელსაც მწერალი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ ერისთავი ხელმძღვანელობდა.
www.travelingeorgia.ge