ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გოძიაშვილის პარკის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარი დაიხარჯება
11 სექტემბერი, 2018

გოძიაშვილის პარკის მოწყობა წლის ბლომდე დასრულდება. პარკის მოწყობაზე, რომელიც 35 484 კვ მეტრის ფართს მოიცავს, 2 მლნ ლარი დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა დაახლოებით 700 მეტრიანი ველობილიკი, სათამაშო სივრცეები, განახლდება შადრევანი.

მოეწყობა საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, მოეწყობა დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, ასევე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. ასევე, მოეწყობა კაფე დამსვენებლებისთვის. გამოიყოფა სპეციალური ადგილი ძაღლების გასასეირნებლად.

თბლისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პარკში არსებული საღი ხეების შენარჩუნებას და მოვლა-პატრონობას. პარკში მოჭრილი ზეხმელი ხეების სანაცვლოდ დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.