ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას აღრმავებს
19 დეკემბერი, 2017

ტურიზმის ადმინისტრაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან პროექტების განხორციელებას და თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს.

რეგიონებში ტურიზმის განვითარებას მიეძღვნა კონფერენცია სახელწოდებით „ტურიზმი - ადგილობრივი განვითარებისთვის,” რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კონფერენცია მიზნად ისახავს ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტული ადგილების და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.

კონფერენციის მონაწილეებს 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია აგრძელებს შეხვედრების ორგაზიებას, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა უწყებების ჩართულობას ტურიზმის განვითარების საკითხებში. „როგორც იცით ყველა უწყება, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში მონაწილეობს.  ეს ფორმატი იძლევა შესაძლებლობას გაცვალონ ინფორმაცია  და წარმოადგინონ პროექტები, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას,“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.  

ღონისძიებას  მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის  მხარის წარმომადგენლები, გუბერნატორები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, ქალაქის მერები და  ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

კონფერეციაზე წარმომდგენილები იყვნენ მთის კურორტების განვითარების კომპანია და დაცული ტერიტორიების სააგენტო. კონფერენციის მონაწილეებმა პრეზენტაციების სახით საზოგადოებას დაგეგმილი პროექტები გააცნეს.  

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.